დამატებითი კატეგორიები
რეკლამა
რეკლამა
გამოკითხვა
მოგწონთ დიზაინი?
სულ უპასუხა: 1146
code:
ბანერის კოდი:
(დააკოპირეთ)
წაიღეთ ჩვენი ბანერი თქვენთან
...

მეგობარი საიტები
Yifshidze (midioda matarebeli)

სხვა&სხვა

 
2011-02-07


კატეგორია: სხვა&სხვა

სიახლე დამატებულია: bbboy–ის მიერ

nullნანახია: 324

კომენტარები:0

სრულად ნახვა...
       
Zura Salukvadze - ნიკოს ლექსი ნიკოს

სხვა&სხვა

 
2011-02-07
შენს ქალაქში არაფერი გვაოცებს,
შენს ქალაქში თურმე რა არ მომხდარა,
მაგრამ ერთი აქ კი ცხადზე ცხადია,
პოეზია აქ არასდროს მომკვდარა.
შენს ქალაქში კითხულობენ შენს ლექსებს,
შენი რითმის სიყვარულში გართულად,
შენს ქალაქში შენ იცხოვრე ქართულად,
ვაჟკაცურად და არა წარმართულად.
ნუ გგონია შენი ლექსი დაობლდა,
ნუ გგონია რომ ფურცლები დაობდა,
შენს ქალაქში ლამაზია ტაძარი,
შენი მუზა....არ წასულა, აქ არის.
ნუ გგონია რომ სიკვდილით გვშორდები,
ჩემო ნიკო.....ჯერ არ გემშვიდობებით,
შენ ქალაქში მოგვიტანე ფერები,
შენს საფლავთან მოვალთ...მოგეფერებით.
შენ გვაჩუქე სიყვარული ზღვაური,
შენ გვაჩუქე ნიკო გომელაური,
შენს ქალაქში ყველაფერი მოსულა,
შენს საფლავზე...იები ამოსულა!


კატეგორია: სხვა&სხვა

სიახლე დამატებულია: bbboy–ის მიერ

nullნანახია: 434

კომენტარები:0

სრულად ნახვა...
       
Zura Salukvadze - როცა ვარძია გვენგრევა აწმყოდ

სხვა&სხვა

 
2011-02-07
მე მეზიზღება წარსულით ტრაბახი
როცა ვარძია გვენგრევა აწმყოდ,
ჩვენ თუ არ შევქმნით ხვალინდელ დილას,
ვწეროთ წარსული და თაროზე ვაწყოთ.
მე მეზიზღება იმის ძახილი რომ
მხოლოდ ჩვენა ვართ ყველაზე კარგები,
ასე მგონია რომ ამ რაღაც ზედმეტი
თავის ქებაში ჩვენ დავიკარგებით.
იქნებ არა ვართ ყველაზე მაგრები,
მაგრამ შეგვიძლია რომ ვიყოთ კარგები,
იქნებ შეგვიძლია რომ არ გვჭირდებოდეს
რევოლუციები.....თუნდაც ვარდების.
მე მეზიზღება ის ისტორია,
სამშობლოს რომ ყიდდი ვაი ქართველო.....
მაგრამ მადლობა ღმერთს რომ გმირები
უფრო ბევრი ჰყავდა.....საქართველოს!
ავიღოთ თუნდაც ქართული სუფრა,
სადაც ქართველნი ქართველებს ვლოცავთ,
იმაზე რა ვთქვათ როცა დავთვრებით და
ისევ ქართველები....... ქართველებს ვხოცავთ.
იმაზე რა ვთქვათ რომ ქრება სიყვარული,
პატივისცემას ედება მტვერი,
და რომ ქართველმა ქართველს აგრძნობინოს
უბრალოდ თანადგომა ............ გვჭირდება მტერი.
კარგით, ვიტრაბახოთ წარსული დიდებით,
ხოტბა შევასხათ სამშობლოს მსახურებს,
ეს იმათ შექმნეს ასობით წლის წინ
და სატრაბახოც .... დაიმსახურეს.
მე კი მეზიზღება წარსულით ტრაბახი,
როცა დღეის კულტურაში არაფერს ვამბობთ,
როდესაც თამარს წმინდანად ვიფიცებთ,
მისი ვარძია კი გვენგრევა აწმყოდ!
ჩვენი წინაპრები სისხლში ირწყვებოდნენ,
ჩვენ კი ვზივართ და ამაზე ვბჭოოოობთ !
და ზეცას ვაზანზარებთ შეძახილებით,
რომ საქართველოს გაუმარ- ჯოოოოს !!!!!!!!


კატეგორია: სხვა&სხვა

სიახლე დამატებულია: bbboy–ის მიერ

nullნანახია: 405

კომენტარები:0

სრულად ნახვა...
       
Zura Salukvadze - cadi sheni

სხვა&სხვა

 
2011-02-07
დღე გათენდა სიყვარულის,
მზის მაგივრად შენით ვთბები,
მე სასმისი აღარ მათრობს,
მხოლოდ შენი ხილვით ვთვრები,
მხოლოდ შენზე ფიქრობს გული,
ჩემი ვნებაც ნახატია,
ცაზე მთვარე აღარა ჩანს,
შენი სახე ახატია.
შენს ღიმილსაც ცაზე ვეძებ,
ქარად მივლის შენი სუნთქვა,
საოცარი დღე არისო
სიყვარულის დღეზე უთქვამთ,
ჩემი გული შენ გეკუთვნის,
ჩემი გრძნობაც არის შენი,
რაღაც თავში აგივარდა,
ჩემო კარგო.....წადი შენი!


კატეგორია: სხვა&სხვა

სიახლე დამატებულია: bbboy–ის მიერ

nullნანახია: 579

კომენტარები:0

სრულად ნახვა...
       
Zura salukvadze - სიყვარული და სექსი...

სხვა&სხვა

 
2011-02-07
ის ხშირად ერევათ, ძალიან ხშირად
და ექცევიან უპატივცემულოდ.
ზოგი იტყუება, ნიღბად იფარებს,
ზოგი კი როგორც არის ისე გებულობს.
არადა წმინდაა....ღმერთისგან ნაბოძები,
მოსაფრთხილებელი, მოსაფერებელი,
ის სიმყარეა როგორც საძირკველი
და არა როგორც..... მოსაჩვენებელი.
ხშირად ურევენ რაღაცა ქაოსში,
სიბრმავეში და წუთიერ სიტკბოში,
შემდეგ უჩივიან გულგატეხილობას
რადგან ვერ ცხოვრობენ....საად? სითბოში!
ეს ორი სხვადასხვა არის სამყარო,
ერთი - ერთია, მეორე - მეორე,
პირველს არქმევენ მეორის სახელს და
ნიღაბიც სახეზეა....გაიმეორებს.
გავიგეთ სადაც ვცხოვრობთ - ოცდამეერთეში,
მერე რა მოხდა.....ჟამი გამოხდა?
თუ გაცვდა ამ გრძნობის ყველა თვისება და
უნდა მივეცეთ თავდავიწყებას.?!
პირველი განძია - მარადიული,
მეორე ტოლია წამის სადარის,
ნუ შეგვეშლება და თავს ნუ დავიმცირებთ,
სიყვარული ხომ სექსი არ არის!


კატეგორია: სხვა&სხვა

სიახლე დამატებულია: bbboy–ის მიერ

nullნანახია: 381

კომენტარები:0

სრულად ნახვა...
       
მიიიყვააააააააარხააააააააარ!!!!

სხვა&სხვა

 
2011-02-07
rodesac chemtan ar xar chemi suli tiris,chemi guli cremlit ivseba,chemi shendami monatreba usazgvroa,usazgvroa chemi shendami siyvaruli,siyvaruli es xom gvtiuri grznobaa,siyvaruli adamianis cxovrebis mtavari nawilia,adamiani siyvarulis gareshe ver icocxlebs. M I Y V A R X A R ... rodesac am sityvas warmovtqvam suli minatdeba,chemi suli shenskens moprinavs rata gulshi chagikras da gatbes sheni siyvarulit savse gulit.msurs xeli chagchido da samudamod ese iyos,arminda xeli gagishva,sheni dakargivs meshinia,ushenobis meshinia.mwams rom sul chemtan iqnebi.shentvis vloculob mxolod shentvis.shevtxov upals chveni siyvaruli daiparos,dalocos da akurtxos.chven ertad viqnebit uplis wyalobit da ertmanets shevaberdebit chven satut grznobastan ertad


კატეგორია: სხვა&სხვა

სიახლე დამატებულია: bbboy–ის მიერ

nullნანახია: 679

კომენტარები:0

სრულად ნახვა...
       
მჭირდები

სხვა&სხვა

 
2011-01-27

მე შენ მჭირდები.... ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა ... მჭირდები იმისთვის რომ ვიცხოვრო, ვიარსებო... მჭირდები რათა ყოველი დღე შენძე ფიქრით დაიწყოს და დამთავრდეს... დღე ცხადში გნახო ღამით სიზმრად...  მაშინ როცა აღარაფერს ექნება მნიშვნელობა შენ დამჭირდები... დამჭირდები რომ მომცე ძალა ბრძოლისთვის არ დავბერდე რათა კვლავ და კვლავ ვიხილო შენი თვალები... მზერა ... გავიგონო შენი ხმა რომელიც ასე ძვირფასია ჩემთვის.. როცა გისმენ ასე მგონია არ მოიძებნება ჩემზე ბედნიერი ადამიანი.. მე არასდროს ვრჩები მარტო, შენზე ფიქრები მუდამ ჩემთან არიან, და ეს სიტყვები სიტყვები რომელსაც ვწერ, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რისი თქმაც მინდა შენთვის. და ოდესმე აუცილებლად გეტყვი მჭირდები საყვარელო!!!!


კატეგორია: სხვა&სხვა

სიახლე დამატებულია: bbboy–ის მიერ

nullნანახია: 468

კომენტარები:0

სრულად ნახვა...
       
« 1 2 ... 7 8 9 10 11 12 13 »
თქვენი პროფილი
თქვენ ხართ საიტზე როგორც:სტუმარი


დარეგისტრირდით და გახდით მუდმივი მომხმარებელი BBBOY.tk-
ძიება
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რეკლამა

Free site builder - uCoz