მახსოვს იგრძენი ხეივანი,მთვარის დუმილი, და სიყვარული შემომფიცე ღიმილით მერე. მე დავიჯერე,რადგან არის ქვეყნად ტყუილი, რომელიც გინდა დაიჯერო და დაიჯერებ და აი ახლა,როს უმთვარო ღამეს მინათებ, შენ გაიღიმე და ის ფიცი უარყავ მერე.. არ დავიჯერე,რადგან არის ქვეყნად სიმართლე, რომელიც გინდა არ გჯეროდეს და არ იჯერებ..