თქვენი ნებართვით. 06,09,2011, 22:02 დღეს ისევ მომინდა გამეგრძელებინა თემა რომელიც დავასრულე თქვენი იმედის გაცრუებით, ალბათ გსურდათ რომ კიდევ ბევრი მესაუბრა სხვა სამყაროზე რომელიც შევქმენი ან კიდევ იყო შექმნილი და გადავედი. შეიძლება საერთოდ არ გსურდათ რომ გადავსულიყავი მაგრამ ეს ჩემვის ასე თუ ისე დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ვისაც სურს იგრძნობს იმას რასაც მე ვგრძნობ ახლა და ვგრძნობდი წინა თემების წერის დროს. თუ არ გსურთ გაგრძელება კითხვის გთხოვთ დახუროთ წიგნი და გადადოთ. ეს იქნება პირველი რჩევა სანამ ამ თემის კითხვას განაგრძობდეთ. კარგით გადავიდეთ ისევ სხვა სამყაროში და ვისაუბროთ იმ სამყაროდან ნანახზე ამ სამყაროს შესახებ სადაც რეალურად ვიმყოფებით. ადამიანები ჩადიან კარგს და ჩადიან ცუდსაც. ზოგი თავის ცუდს სხვის ცუდზე უკეთესად თვლის და ზოგი კი პირიქით. კონკრეტული საუბარი არ მიყვარს. ადამიანები მიიწევენ კონფლიქტებისკენ და გაურბიან კონფლიქტებს. დღევანდელი თემა კონფლიქტებს ეხება. კონფლიქტების ადამიანებს შორის გაჩენას ხელს უწყობს ცუდი განწყობა. კონფლიქტის თავიდან აცილება კი ამ შემთხვევაში შეუძლებელია. ადამიანებისთვის მთავარი ის არის რომ თუ ვინმემ რამე ცუდი გაუკეთა მან უნდა გადაუხადოს სამაგიერო რომ სხვამ მასზე ცუდი არ იფიქროს და სხვის თვალში მაგარი რომ გამოჩნდეს. ის ადმიანი რომელიც თავის ბედნიერებას სხვის დანახულზე ააგებს მისი ცხოვრება სხვისი თვალით დანახული შეცდომით აშენებული კულტურის სახლის შენობა იქნება. იკითხავთ რატომ კულტურის სახლი და არა სხვა შენობა რომელის გაიგივებაც შესაძლებელი იქნებოდა ცხოვრებასთან. ჩამოვთვლი მიზეზებს რომ აგიხსნათ რატომ მაინც და მაინც კულტურის სახლი. მიზეზები: 1) კულტურის სახლში ასწავლიან იმას რაც ადამიანს ეხმარება თავისი შესაძლებლობები გამოამჟღავნოს და თავისი ნიჭი გაამტკიცოს. 2) კულტურა ადამიანების ზნე ჩვეულებებთან არის გაერთიანებული და ამ ზნე ჩვეულებების გარეშე ადამიანები თავიანთ ცხოვრებას ცხოველების ცხოვრებას გაუტოლებენ. 3) კულტურის სახლი არის ის სახლი რომელშიც ცხოვრების სწავლა კულტურის სწავლით იწყება. (არამგონია ასეთი კულტურის სახლი არსებობდეს საქართველოში მაგრამ მაინც).
ეს იყო სამი მიზეზი რატომაც მივანიჭე ყველაზე დიდი ყურადღება კულტურის სახლს.
კონფლიქტის თავიდან აცილება სამუდამოდ.
თუ სურს ადამიანს რომ კონფლიქტი თავიდან აიცილოს მან ჩვეულებრივად უნდა შეხედოს იმ მომენტს რომელიც ზოგისთვის არაჩვეულებრივია. პირველ რიგში წარმოვიდგინოთ კონფლიქტი რომლის ერთადერთი გადაჭრის წყარო ჩხუბია და გვსურს რომ ეს ჩხუბის გარეშე დასრულდეს უნდა მივანიჭოთ ყურადღება სხვა რამეს ან კიდევ ყველაფერს გარდა ჩხუბისა. ანუ მთავარი ჩვენთვის არ უნდა იყოს ჩხუბი, უნდა იყოს ყველაფერი ის რაც ჩხუბთან არანაირ კავშირში არ იქნება მაგალითად: მაგალითები: 1 ) გაქცევა ან თავის არიდება იმ გარემოს სადაც შეიძლება ეს წარმოიქმნას. 2 ) სიტყვით მოგვარება. 3 ) სიტყვით მოგვარება. და თუ ეს ვერ მოხერხდა გაქცევა. ეს ის მაგალითები იყო რომელიც ჩვენ მართალს გამოგვიყვანს და სხვას მტყვანს. ნუ რა თქმა უნდა მე არ მაინტერესებს ამაზე სხვისი აზრი რომ არა ასე შეუძლებელია მართალი გამოხვიდე და ასე შემდეგო. მაგრამ მე არ მაინტერესებს და მორჩა. თქვენც იგივეს გირჩევთ. დამიჯერეთ თქვენი ადამიანებს შურთ და იმიტომ გიქმნიან პრობლენებს უნდათ რომ მათ დონეზე დაეშვეთ ან უფრო დაბალზე. წარმოიდგინეთ თუ არ დაეცემით მათ დონეზე და მათ დონესთან შესაბამის პასუხს თუ არ გასცემთ თქვენ ამით მას მიახვედრებთ რომ ისინი სხვა დონის არიან და თქვენ სულ სხვა. ვინც მიხვდება მიხვდება და ვინც ვერ მიხვდება წიგნის კითხვა თავიდან დაიწყოს. ეს იყო სხვა სამყაროდან დანახული კონფლიქტის გადაჭრის საშუალებები. მადლობთ თუ წაიკითხეთ ეს თემა. შემდეგში შევეცდები უფრო საინტერესო თემები შემოგთავაზოთ.