დამატებითი კატეგორიები
რეკლამა
რეკლამა
გამოკითხვა
მოგწონთ დიზაინი?
სულ უპასუხა: 1146
მეგობარი საიტები
temur eliava-adamiani da gmerti
ნანახია: 1001 დამატების თარიღი: 2011-05-25"

0 0.0


.შორს ცის კამარას მიწიერთაგან,ალი ეკიდა მზისფერ სხივებში,
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა და იხრჩობოდა მაღალ მორევში.
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი ცხრა საფეხური ამაღლებულა,
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი,დროში ქცეული უკვდავ სხეულად
იქ ღმერთი იჯდა,ამაყი ღმერთი და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას.
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას.
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე შიში მახრჩობდა ჩემთავთა ზედა.
მე დედამიწის იალაღებზე ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან
და თითქოს ლოდი გულ-მკერდზე მეცა,ღვთის ხმამაღალი ამაყი სიტყვა,
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა,ირგვლივ დადუმდა ცა,მზე და მიწა.
ადამიანო სასუფეველში ადრე მომხვდარხარ,რომ დარჩე მარად.
მე შენი სულის ვხედავ მორევში იმ ბოროტებას,რომელსაც ვმალავ.
მოგვიახლოვდა ღვთის სამართალი,დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა.
სთქვი შენი სიტყვა,რომ ხარ მართალი,გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე,ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი,
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე,ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი.
უფალო ხალხმა დაგარქვა ღმერთი,მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?!
დედამიწაზე რა ვნახე მეტი,სხვა ჯოჯოხეთი არ არის არა.
მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიდხანს,მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი.
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,არ მინდა ღმერთო ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა?აგერ ვარ შენს წინ მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ.
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის,ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს.
ხედაავ?იცი უფალო რა არის ცრემლი?ვერ მიამსგავსებ შენ შექმნილ წვიმას.
ცრემლი ისაა,როდესაც ებრძვი,ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.
მაგრამ არ იცი უფალო,რადგან შენ მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა, რომ არ დაფანტოს ეს სიამაყე.
მე გეტყვი მართალს,დამსაჯე მერე. ადამიანი ამდენს რომ ვბედავ.
მაგრამ რომ მითხრა ვერ დავიჯერებ, ე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ?!
თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან,ან კი ცოდვები თითოდ და თითოდ,
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან,თუ ყველაფერი შექმენი თვითონ...
ცოდვებით არის სამყარო სავსე,რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ,
შენ ეს სამყარო შექმენი ასე და დამნაშავეც შენახარ მხოლოდ."
ადგა უფალი, დატოვა ტახტი და შიშმა ისევ უეცრად დამჭრა,
შემხედა ზედ და ყველაფრით დაღლილს და თითქოს მონას პასუხი გამცა:
"გტკივა და ასე იქნება მარად,რადგან ეს არის სამყოფი ხალხის,
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად,რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.
ნახეთ სამყარო მშვიდი და სუფთა,მერე დაგლიჯეთ,დაკოტეტ კეცით.
მტვერი ააგდეთ სიმართლის შუქთა,ეხლა იმ მტვერში სიმართლეს ეძებთ?!
არ იყო ცუდი,არ იყო კარგი,არც განსხვავება არ იყო დროში,
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი და გულში დაჭრა მიწიერ ომში.
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული არ დაღონება ცოცხალი სევდით,
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული,ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით.
ოდესღაც ასე უცრემლო მშვიდი,დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი,ამდენი შვილის გადასარჩენად.
გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,ცეცხლი ეკავა უფლის გვერდ ბერებს.
მე ცხოვრებაში პირველად შემრბხვა,არა ეს იყო ცხოვრების მერე.
თავი დავხარე, დავმალე სახე ასე უეცრად ჩემ სასჯელს ვიხდი.
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე,ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი.
თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას.
არ დააბრალო მერე მშენებელს,სახურავიდან წყალი თუ წვეთავს,
უფალს შევთხოვე,ნუ აძლევ სამწყვეტს,ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო,
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო,
ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი და გვიან გიხსნი ჩემ ცოდვებს მალულს.
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი,რომ უკვდავებში ვეძებდი ბრალულს.
დედამიწაზე ვეძებდი მართლებს და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე და შვილი შენი მოველი დასჯას !!!

სახელი:chingo
რეიტინგი:0
დარეგისტრირდით და გახდით მუდმივი მომხმარებელი!!!
კომენტარი დატოვა:2011-09-05, 9:13 PM 


gadmoweris ra gitxrat magram shegidzliat daakopirot.
0  
3
MYTOP.GE
Copyrights ©2009–წლის საუკეთესო პორტალი. ადმინი bbboy; მსგავსი საიტის შესაქმნელად დაგვიკავშირდითTEL:871112213
Free site builder - uCoz