თემა შეეხება ადამიანის ხედვას. თუ რას ხედავს ადამიანი ადამიანში და ადამიანების კატეგრიები.
რას ვხედავ ადამიანში...
იცვლება დრო იცვლება შეხედულებები იცვლება ადამიანების აზროვნება, მაგრამ ხშირად არ იცვლებიან ის ადამიანები რომლებიც იმ დროზე არიან შეყვარებულები რომელშიც წარმატებას მიაღწიეს. ისინი იგნორს უკეთებენ სიახლეს და ცდილობენ არ გაიხედონ სხვაგან. ამ დროს ცხოვრება მათ ძალიან ბევრ განსაცდელს უქმნის რომლებსაც გაურბიან შემდგომში. ადმაიანებმა იციან რომ ერთ პრობლემას რომ გადაჭრიან ათი გაუჩნდება, ხოლო ათის გადაჭრის შემდეგ ასი და ასე ძალიან დიდ რიცხვამდე მივლენ. მათ ეშინიათ ბევრი პრობლემის და ხშირად იმ ერთ პრობლემას გადაუჭრელად ტოვებენ, ამის შემდეგ კი რა თქმა უნდა შეფერხდება პრობლემები, მაგრამ ისევ მოიმატებს ადრე თუ გვიან და ის უფრო უარესი იქნება. ადამიანი პრობლემების გადაჭრასთან ერთად სწავლობს და იზრდება. იქიდან გამომდინარე რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა რომელმაც იცის რომ მოკვდება, ის ხშირად თავის ცხოვრების სანატრელ წლებს ისე ცუდად იყენებს რომ შემდეგ ძალიან ნანობს. მან იცის რომ სინანული გონიერებაა რომელიც გვიან მოდის. ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდა. მინდა შევეხო იმ გრძნობებს რომელებიც ადამიანს აზროვნების უნარს უკარგავს ან კიდევ პირიქით მატებს. ეს ორი გრძნობა სიყვარული და შიშია. სიყვარული ბევრი ადამიანის თვალსაზრისით იმას ნიშნავს,რომ სხვის ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერება უნდა იპოვო. მარტივია ეს ყველაფერი ერთი შეხედვით მაგრამ საკმაოდ ძნელი განსახორციელებელი. შიში კი ისეთი გრძნობაა როდესაც ადამიანი თავის თავზე ზემოქმედების უნარს კარგავს. იგი სიყვარულისგან მხოლოდ იმით განსხვავდება რომ მტკივნეულია. მაგრამ ძალიან ხშირად სიყვარული შიშზე მტკივნეულადაც მიუჩნევია ბევრ ადამიანს. ადამიანი მაღალი დონის ეგოისტია და მას მე პირადად მტაცებელ ცხოველად მივიჩნევ რომელმაც განრისხების შემთხვევაში შეილება თავისი ნაშიერიც კი შეჭამოს. ხშირად მხოლოდ ის ადამიანები იცვლებიან რომლებიც სუსტები არიან. ადამიანის სხეულის ფსიქოლოგია გაერთიანებულია ბიოლოგიასთან, და ბიოლოგიურად ავხსნი იმ მომენტს თუ როგორ იცვლება ადამიანი. ადამიანის სხეული უჯერედებისგან შედგება. ცილა შედგება სტრუქტურისგან და ხშირად ცილები მესამეულ და მეოთხეულ სტრუქტურებს ქმნიან. მათზე ქიმიური და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ისინი პირველად სტრუქტურას უბრუნდებიან და დენატურირდებიან. მაგრამ მათ შეუძლიათ შემდეგ რენატურაცია ანუ ისევ აღდგენა და თავიანთი პირველყოფილი სახის მიღება. ამ შემთხვევაში მისი აგებულება საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს.ადამიანებიც ზუსტად იგივე პრინციპით იცვლებიან და ისევ უბრუნდებიან თავიანთ თავს ხშირ შემთხვევაში. ადამიანი რომელიც გარემოს იცვლის ის იძენს ახალმეგობრებს ხვდება ახალი პირობები ახალი პრობლემები და წარმოიქმნება განსხვავებული ადამიანი. ხოლო როდესაც მას ისევ იქ წავიყვანთ სადაც იქამდე იყო სანამ შეიცვლებოდა, ის ვერ შეეგუება იმ პირობებს და ცუდად განეწყობა მაგრამ თუ მას დიდი ხანი მოუწევს მანდ დარჩენა და მასზე დიდია დაბრყოლება რომელის გამკლავებაც არ შეუძლია ის შეეგუება ისევ იმ პირობებს და განაგრძობს ცხოვრებას ჩვეული რიტმიტ. მაგრამ თუ ადამიანი არის ძლიერი ის ყოველთვის შეეცდება ისევ ისე გააგრძელოს ცოვრება როგორც ცხოვრობდა და არ შეიცვლება მაგრამ ეს კატეგორია გამონაკლისებს შეიძლება რომ მივაკუთვნოთ იმიტომ რომ ადამიანებს ეშინიათ ცხოვრების საპირისპიროდ მოქმედების და მათ მიაჩნიათ რომ ცხოვრების დინებას უნდა მიყვნენ. მაგრამ მე პირადად არ მინახავს დინება რომელიც ზემოთ შეიძლება ადიოდიეს. მე ვემხრობი იმ აზრს რომ ადამიანს ისე არავინ და არაფერი ამძიმებს როგორც ცარიელი თავი. ცოდნა ოჯახის შესანახად და საკვების მისაწოდებლად არ არის მთავარი, ის მის დასაცავადაც უნდ აგამოიყენო. იქამდე სანამ ვერ მიხვდებიან ადამიანები ამას იცხოვრებენ და გააგრძელებენ ცხოვრებას იქამდე სანამ რომელიმე მათზე ძლიერი ერი არ შთანთქავს მათ და დიდი პრობელემები არ შეექმნებათ. ადამიანები იყოფიან ასევე ჭკვიანებად და უფრო ჭკვიანებად.შემიძლია ჭკვიანები და უფრო ჭკვიანები ასე ავხსნა. ჭკვიანია იგი,ვინც კარგ დროზე მოვა, უფრო ჭკვიანია ვინც თავის დროზე წავა.აქედან გამომდინარე ცუდის ანტონიმი არამგონია მაინც და მაინც კარგი იყოს, ის შეიძლება „უფრო ცუდიც" იყოს. ჩემი აზრით ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება ეძებს წეშმარიტებას, სულ ძიებაშია იმის და მიუხედავად რომ შეილება ხშირად უარყოს. აქედან გამომდინარე მგონია რომ ჭეშმარიტება არასდროს არ იმარჯვებს, უბრალოდ მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან და დროში იკარგებიან.