დასახელება: ავატარი ორიგინალური დასახელება: Avatar წელი: 2009 ჟანრი: ფანტასტიკა, საბრძოლო, თრილერი, სათავგადასავლო რეჟისორი: ჯეიმს კემერონი როლებში:
სემ უორტინგტონი, ზოი სალდანა, სიგურნი უივერი, სტივენ ლენგი, მიშელ
როდრიგესი, ჯოვანი რიბიზი, ჯოელ მური, უეს სტუდი, ლას ალონსო
ფილმის შესახებ: ჯეიკ
სალი - ყოფილი საზღვაო ქვეითია, რომელიც ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული.
მართალია ინვალიდია, მაგრამ სული მაინც მებრძოლის დარჩა. იგი იღებს
ბრძანებას გაემგზავროს რამდენიმე სინათლის წლის დაშორებით პლანეტა
პანდორაზე სადაც დედამიწელებს ბაზა აქვთ. იქ კორპორაცია მოიპოვებს იშვიათ
მინერალს, რომელიც დედამიწელთათვის ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის
საშუალებაა.
ინფორმაცია ფილმზე: რეჟისორი
ამტკიცებს რომ პანდორას მცხოვრებები არ არის ანიმაციური პერსონაჟები, ეს
არის მსახიობების ცოცხალი თამაში ცოცხალი ემოციები და არა ანიმაციური. რაც
შესაძლებელი გახდა ახალი ტექნოლოგიით "Performance capture": რომელიც
შეიქმნა სპეციალურად ავატარისთვის და მომავალში მას ხშირად ვიხილავთ
კინოინდუსტიაში. განსაკუთრებით მახარებს ჯეიმს ქემერონის სიტყვები: რომ
მან ”მხოლოდ გაგვაცნო ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობები თავისი ახალი ფილმით”