Bluetooth Remote Control არის ძალიან მაგარი პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მართოთ თქვენი კომპიუტერი მობილური ტელეფონით. ამისათვის საჭიროა თქვენს კომპიუტერს ქონდეს Bluetooth-ი (მობილურსაც რა თქმა უნდა) და მობილურს ქონდეს ჯავას მხარდაჭერა. შედეგად თქვენ შეძლებთ ამოძრაოთ მაუსი და დააკლიკოთ სასურველ ადგილას, გადართოთ პოვერპოინტის პრეზენტაციები და ნახოთ მიმდინარე სლაიდები ტელეფონში, გადართოთ სიმღერები რომლებიც გაშვებულია Itunes-ში ან Media Player-ში, დაათვალიეროთ არტისტები, ალბომები, აუწიოთ-დაუწიოთ ხმა და ბევრი სხვა რამ. ამას გარდა თუ თქვენ მეტნაკლებად ერკვევით Java-სა და Visual Basic-ში შეგიძლიათ საკუთარი ფუნქციები და მოქმედებები დაუმატოთ პროგრამას. მე თვითონ დავაყენე ლეპტოპზე და მართლა მაგარია
ატვირთული არქივი იყოფა სამ ნაწილად: PC Setup Phone Setup Portable Version რომელთაგანაც PC Setup ან Portable Version შეგიძლიათ დააყენოთ ან გაუშვათ კომპიუტერზე, ხოლო Phone Setup-ში არსებული ჯავა ფაილი უნდა დააინსტალიროთ ტელეფონში. შემდეგ ჩართავთ კომპზეც და მობილურზეც ბლუთუსებს, გაუშვებთ პროგრამებს და მისცემთ Connect... შემდეგ უკვე შეგიძლიათ კომპიუტერს მოეშვათ და ყველაფერი ტელეფონიდან მართოთ, ტელეფონიც და კომპიც